თავშესაფრის უფლება

თავშესაფრის უფლება
უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, განუსაზღვრელი დროით იმყოფებოდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ თავის სამშობლოში დევნიან პოლიტიკური, რელიგიური, მეცნიერული და სხვა ამგვარი მრწამსისა და მოღვაწეობისათვის. თავშესაფრის უფლება არ ვრცელდება ომის დამნაშავეებსა და იმ პირებზე, რომელთაც ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობა ეწინააღმდეგება გაეროს ამოცანებსა და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "თავშესაფრის უფლება" в других словарях:

  • ლტოლვილთა უფლებები და 1951 წლის კონვენცია — ლტოლვილი ადამიანი გაერო ს უმთავრესი საზრუნავი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მისთვის იყო განკუთვნილი 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც ძირითადი დოკუმენტია ლტოლვილის სტატუსის, მისი დაცვისა და… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»